გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 347 შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 026 პირს დაუდასტურდა, 381 პაციენტი გამოჯანმრთელდა.