გიორგი ვაშაძე: რაც არ უნდა ფარსი და ყალბი პროცესი შექმნან, ეს მოსამართლეები უვადოდ ვერ იქნებიან
რაც არ უნდა ფარსი და ყალბი პროცესი შექმნან მოსამართლეების დანიშვნის, ვერც ეს მოსამართლეები იქნებიან უვადოდ მოსამართლეები, პირდაპირ და ღიას ვამბობ ამას და არც კლანს ჩავაბარებთ საბოლოო ჯამში მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჯერჯერობით ჩვენ არც ბოიკოტი გამოგვიცხადებია და არც რაიმე უნდა დავთმოთ. დღეს და ხვალ გვექნება კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებთან და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა 9-ვე კანდიდატის დოკუმენტაცია შეისწავლა, განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოითხოვა და დაადგინა, რომ კანონის მოთხოვნებს ყველა მათგანი აკმაყოფილებს.