პროკურატურამ, წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჟურნალისტისთვის ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გ.ა-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჟურნალისტისთვის ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გ.ა-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა-მ 2021 წლის 30 ივნისს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს რეპორტიორსა და ოპერატორს ძალადობის მუქარით უკანონოდ შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
სამართალდამცავებმა გ.ა. 2021 წლის 30 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძალადობის მუქარით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები