გარემოსდამცველებმა თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს(ფოტო)

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას და 7 კგ-მდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და 1 კგ.-მდე თევზი ჰქონდა მოპოვებული.

თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში ნანახი და ამოღებული იქნა 1150 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 100 მეტრი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები