“ჩერნომორენერგო”: “ენგურჰესიდან” მიღებულ ელექტროენერგიას აფხაზეთი ოქტომბრის ბოლოსთვის გახარჯავს

“ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანლის, მიხეილ ლოგუას განცხადებით, “ენგურჰესიდან” მიღებული ელექტროენერგიის მარაგს აფხაზეთი ოქტომბრის ბოლოსთვის გახარჯავს.

“ამჟამად, საათში ელექტროენერგიის 6,5 მილიონი კილოვატი იხარჯება მაშინ, როდესაც მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 4 მილიონ კილოვატს”, – თქვა ლოგუამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ივნისიდან ღამით, ორი საათით ელქტროენერგიის გამორთვის გრაფიკია დაწესებული.

რაც შეეხება ოჩამჩირის ელექტროქვესადგურზე მომხდარ ავარიას, ლოგუას თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, არ უკავშირდება დიდ დატვირთვას. მისი თქმით, საჭირო მოწყობილობა ქვესადგურზე უკვე მიწოდებულია და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროში ის ამუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები