პრინცებმა – უილიამმა და ჰარიმ პრინცესა დიანას ძეგლი გაუხსნეს (ფოტო, ვიდეო)

​კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დიანას ძეგლი გაიხსნა. პრინცების – უილიმისა და ჰარის დედას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა.

ძეგლი ძმებმა გახსნეს.

აპრილში დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლის, ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ, ძმები საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ. ჰარი, რომელიც თავის მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად აშშ -ში ცხოვრობს, გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

დაიანა, უელსის პრინცესა, პრინცესა დაიანა, ლედი დიანა, ან ლედი დი – 1961 წლის 1-ელ ივლისს ნორფოლკში დაიბადა.

ლედი დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები