ისრაელში, აპრილის მერე პირველად, კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

ისრაელში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ The Times of Israel -ი წერს.

ინფიცირებულთა საერთო აქტიური რიცხვი ამჟამად 1 990-ს შეადგენს, მათ შორის, 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 17 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ამჟამად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით მთლიანად მოსახლეობის 55% -ზე მეტია აცრილი, ხოლო დაახლოებით 60% -ს პირველი დოზა აქვს გაკეთებული.

თუმცა, ამ მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მომდევნო კვირას ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს 500-600 შემთხვევას პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები