აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპეციალური კომიტეტი შეიქმნა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპეციალური კომიტეტი შეიქმნა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლე დავადგინოთ და გავიგოთ, რა მოხდა. ბევრი კითხვა რჩება დემოკრატიაზე თავდასხმის გარემოებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

28 მაისს სენატში „რესპუბლიკელებმა“ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაბლოკეს. 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 300-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები