დავით სერგეენკო – თამარ ჟვანიაზე: ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამ გააკეთოს ადამიანმა

“დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას.

სერგეენკოს თქმით, მას ჟვანიასი ადამიანურად ესმის.

„დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი კომპეტენციაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. რატომ მიიჩნევდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს – ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამ გააკეთოს ადამიანმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები