პუტინმა ის ვაქცინა დაასახელა, რომლითაც კოვიდ19-ის წინააღმდეგ აიცრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს კოვიდ19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციას.

როგორც მან დღეს დიდ პრესკონფერენციაზე თქვა, ემხრობა 1998 წლის კანონს, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ რიგი დაავადებებისგან სავალდებულო აცრას.

რუსეთის ლიდერმა იმ ინფორმაციას ახადა ფარდა, რომელიც უკავშირდება ვაქცინაც, რომლითაც იგი კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა.

საქმე ისაა, რომ პუტინმა კოვიდ19-ის წინააღმდეგ იმუნიზაცია ორიოდე თვის წინ გაიარა და, დასავლელი პირველი პირებისგან განსხვავებით, ეს პროცედურა საიდუმლოდ ჩატარდა. არ გავრცელებულა ფაქტის ამსახველი არც ფოტო, არც ვიდეო და არც ის პრეპარატი იყო ცნობილი, რომელიც კრემლის ლიდერს შეუყვანეს.

როგორც მან დღეს განმარტა, მას სთხოვეს, არ დაესახელებინა ვაქცინა, რომ “აჟიოტაჟი არ აეტეხათ” და იქვე დასძინა, რომ ეს იყო რუსული წარმოების “სპუტნიკი”.

ასევე, მან თქვა, რომ რუსი მეცნიერების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო შექმნილი ოთხივე ვაქცინა ეფექტურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები