კანადაში ანომალიურად მაღალ სიცხეს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში უკვე მესამე დღეა, ჰაერის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

როგორც ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქალაქ ლიტონში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე 49,5 გრადუსია დაფიქსირებული.

ამასთანავე, პოლიცია მაღალი სიცხის ფონზე ათობით გარდაცვალებას აფიქსირებს.

ასე, მაგალითად, ვანკუვერში, სულ მცირე, 69 ადამიანია გარდაცვლილი, მათი უმეტესობა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანია.

როგორც პროვინციის ხელმძღვანელმა, ჯონ ხორგანმა თქვა, “ბრიტანეთის კოლუმბიაში უპრეცედენტოდ ცხელ კვირას გავდივართ”. მან მოსახლეობას მაქსიმალურად სახლში დარჩენისა და გრილ ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ქალაქ სიურეიში 38 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

CBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის კოლუმბიაში ანომალიური სიცხის მსხვერპლი 25 ივნისიდან 233 ადამიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები