ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან პოზიტიური მოვლენაა თამარ ჟვანიას გადადგომა

“არ მგონია, რომ თამარ ჟვანია არის ისეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდეს დამოუკიდებლად. ამიტომ, ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას.

მისი შეფასებით, ახალ არჩევნებს ახალი თავმჯდომარე მეტ სანდოობას შესძენს.

„ძალიან პოზიტიური მოვლენაა თამარ ჟვანიას გადადგომა, მით უმეტეს, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღების შემდეგ, რაც იდეაში მთლიანი სისტემის განახლების საშუალებას იძლევა. ახალი კომისიის წევრები იქნებიან საოლქო და საუბნო კომისიებში. ამავე დროს, ახალ არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც არ ექნება თამარ ჟვანიას მემკვიდრეობა. არ მგონია, რომ თამარ ჟვანია არის ისეთი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდეს დამოუკიდებლად. ამიტომ, ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, ახალი არჩევნებისთვის მომზადების ეტაპზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები