ხათუნა სამნიძე: თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ
“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში რთული იქნებოდა, საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ჰქონოდა.
“მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებდით საარჩევნო კოდექსს ახალი ცვლილებებით, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომელიც გამართლდა, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო კოდექსში ძალიან სერიოზული მუხლები, რომლებიც იყო პრობლემური სწორედ წინა არჩევნების დროს, მაგრამ ერთია სისტემის ცვლილება და მეორე არის სანდოობა, რომელიც სხვა მხრივაც საჭიროა, რომ არსებობდეს არჩევნების მიმართ და თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, რომ საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.