ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ხვდება.
ტიკარაძის თქმით, ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს.
„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.