ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ე.წ. რესპუბლიკაში 19 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც 176 დადასტურებული შემთხვევა იყო.
პანდემიის დაწყებიდან სულ ინფიცირების 17 197 შემთხვევაა გამოვლენილი; ვირუსს 245 პაციენტი ემსხვერპლა.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 88 პაციენტი მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პირია მოთავსებული, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 27; გაგრაში 28, ხოლო ტყვარჩელის საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებულია.