ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით ინფიცირება 10%-ით არის გაზრდილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 21-27 ივნისის პერიოდში ევროპაში კორონავირუსით 372 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 14-20 ივნისთან შედარებით 10%-ით მეტია.

ამასთანავე, ორგანიზაციის ყოველკვირეული სტატისტიკის მიხედვით, ევროპის რეგიონში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-20 ივნისის კვირასთან შედარებით 1%-ით არის შემცირებული. კერძოდ კი, 21-27 ივნისს კოვიდ19-ს ევროპაში 6 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას, 21-27 ივნისს ინფიცირების 2 600 313 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 14-20 ივნისთან შედარებით 2%-ით მეტია.

ამასთანავე, ორგანიზაციის სტატისტიკით, 21-27 ივნისს მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 57 603 შეადგენდა, რაც 14-20 ივნისთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები