ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21-27 ივნისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 600 313 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 14-20 ივნისთან შედარებით 2%-ით მეტია.

ამასთანავე, ორგანიზაციის სტატისტიკით, 21-27 ივნისს მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 57 603 იყო, რაც 14-20 ივნისთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

ჯანმო-ს ინფორმაციით, 27 ივნისის მდგომარეობით, მსოფლიოში კოვიდ19-ით 180 492 131 ადამიანი იყო ინფიცირებული; ვირუსს 3 916 771 ადამიანი შეეწირა.

გასულ ერთ კვირაში ინფიცირების კლება შეინიშნებოდა დასავლეთ-წყნარიოკეანეს რეგიონში 6%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 5%-ით; ამასთანავე, ზრდა ფიქსირდება აფრიკაში 34%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 13%-ით და ევროპაში 10%-ით.

ლეტალური მაჩვენებელი გაზრდილია აფრიკაში 42%-ით, მაგრამ შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 33%-ით; დასვლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 13%-ით; ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 2%-ით; ასევე, ევროპაში 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები