სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი რუსი ტურისტია მოთავსებული
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით სამი რუსი ტურისტი მკურნალობს.
როგორც სოხუმის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ასტამურ გუნიამ განაცხადა, ბოლო დროს ტურისტების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მაღალია.
მისი განმარტებით, ამჟამად, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახვედრად ვაქცინაციის ცნობა ან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო არ არის.
ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ვითარება გაუარესებულია.
ვირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 4682 პირს აქვს გაკეთებული, აქედან პრეპარატის ორივე დოზა – 2197 მოქალაქეს.