გამართავს თუ არა UEFA ფეხბურთის ფინალურ თამაშებს ლონდონში – ინდური შტამის გამო, ევროკომისიაში გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (UEFA) მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩატარდება თუ არა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 6 და 7 ივლისს ლონდონში.

ამის მიზეზია დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის “დელტა” შტამის ფართო გავრცელება.

ასეთი მოსაზრება ბრიუსელში გამოთქვა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა.

მისი თქმით, “პირადად” მიიჩნევს, რომ არ აქვს აზრი ნახევარფინალების ჩატარებას 6 და 7 ივლისს, ასევე, 11 ლონდონის “უემბლის” სტადიონზე ფინალური მატჩის გამართვას.

სხინასი შეშფოთებას გამოთქვამს “სავსე სტადიონზე მატჩების გამართვის გამო – იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო ზღუდავს თავისი მოქალაქეების ევროკავშირში მოგზაურობას”.

“უეფა-მ კარგად უნდა გააანალიზოს ეს გადაწყვეტილება და თამაშების გამართვის ადგილი აირჩიოს ყველა ფაქტის სრული გააზრების შემდეგ”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები