კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარაში – 41, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 154, იმერეთში – 318. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 298, აჭარაში – 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 12. 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები