საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.