გაერო-მ მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა, სამშვიდობო მისიები შეაჩეროს

გაერო-მ მთელს მსოფლიოში შესაძლოა, სამშვიდობო მისიების მუშაობა შეაჩეროს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც დიპლომატები აცხადებენ, 30 ივნისს ორგანიზაციის 193 წევრი გენერალურ ასამბლეაზე 6- მილიარდიან ბიუჯეტზე უნდა შეთანხმდეს.

ზოგიერთი დიპლომატი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მისიების დაფინანსების ძირითადი პრობლემებია მოლაპარაკებების პროცესში ცვლილებები, ლოგისტიკა, ასევე, ჩინეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებით.

გაერო-ს მმართველობის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, კეტრინ პოლარდმა განაცხადა, რომ 12 სამშვიდობო მისიას – რომელთა უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია – მოუწოდებს, დაიწყონ “გადაუდებელი გარემოებების შემუშავება” იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი ბიუჯეტი დროულად არ იქნა მიღებული.

“ამასთანავე, ჩვენ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ წევრი ქვეყნები დაასრულებენ მოლაპარაკებებს”, – თქვა პოლარდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, თუ 30 ივნისისთვის ახალი ბიუჯეტის შეთანხმება ვერ მოხერხდება, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს თანხის განაწილება შეეძლება მხოლოდ ორგანიზაციის ქონების, ასევე, პერსონალისა და სამშვიდობოების დასაცავად.

სამშვიდობო მისიებისთვის ყველაზე მეტ თანხას შეერთებული შტატები გამოყოფს, ორგანიზაციის ბიუჯეტის დაახლოებით 28%-ს; შემდეგ მოდის ჩინეთი – 15,2% და იაპონია – 8,5%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები