მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება
საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ჩვენ არ ხელგვეწიფება, ვინმეს ავუკრძალოთ ან ვინმეს ნება დავრთოთ, რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. უბრალოდ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ასეთ სენსიტიურ თემებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამან არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვიოს რაიმე ფორმით საზღვრების გადალახვა, იმ საზღვრებისა, რომლებსაც მოქმედი კანონი ადგენს.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს განზრახვა, რაიმე ფორმით ხელი შეუწყოს ესკალაციის, კონფლიქტების შექმნას საზოგადოებაში და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.