შარლ მიშელი: “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობის შეჩერებით ბელორუსმა უკან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელორუსი მიერ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერებას გამოეხმაურა.

როგორც დიპლომატმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, ეს მინსკის მიერ უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

“აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობის შეჩერებით დღეს ბელორუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ეს გამოიწვევს დაძაბულობის გამწვავებას და აშკარად უარყოფით გავლენას მოახდენს ბელორუსის მოსახლეობაზე, რაც მათ წაართმევს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი”, – წერს შარლ მიშელი.

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივიდან გასვლის შესახებ დღეს განაცხადა. მინსკში აცხადებენ, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე პასუხი.

გარდა ამისა, მინსკი იწყებს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების შეჩერების პროცედურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები