ბელორუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს.
ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ევროკავშირის მიერ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყებაში დაბარებული იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, დირკ შუბელი.
საგარეო უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ბელორუსი აჩერებს მონაწილეობას ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში და იწყებს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების შეჩერების პროცედურას.
გარდა ამისა, ევროკავშირში ბელორუსის მუდმივი წარმომადგენელი მინსკში კონსულტაციებისთვის არის გაწვეული. ასევე, საპასუხო ზომის სახით, ბელორუსში აეკრძალა ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლების, ასევე, ევროკავშირის ქვეყნების იმ პირთა შესვლა, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უჭერდნენ მხარს.