ეკატერინე ტიკარაძე: აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია, მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია

‘აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია, მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს.

„აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე, სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები