გიორგი ვაშაძე: ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებითა და ფაქტებით, დაელოდეთ

“ერთ-ერთ ყველაზე უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერი”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

მისივე თქმით, ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას ზედაპირულად ისაუბრა.

“ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება, დაელოდეთ, კონკრეტული ციფრებითა და ფაქტებით, რომელიც ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს გვჩვევია. მე შევაფასე კიდეც, ერთ-ერთ ყველაზე უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერი – ასეთი იყო იმდღევანდელი გამოსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო, 10 წელიწადში გეშველებათო, მიმინო გამახსენდა”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები