ალუდა ღუდუშაური: პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი, ყველა გამოწვევაზე იყო პასუხი მის ანგარიშში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი, რადგან მოქალაქეთა პრობლემებსა და საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

„პრემიერმინისტრის პარლამენტში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი, ყველა იმ გამოწვევაზე იყო პასუხი მის ანგარიშში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ნათელი იყო და ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია მასკარადის მოწყობას შეეცადა. სამწუხაროდ, საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები