უჰანში მომუშავე მეცნიერი ლაბორატორიიდან კოვიდ19-ის გაჟონვას არ გამორიცხავს

ვირუსოლოგი, დანიელ ანდერსონი, რომელიც 2019 წლის ნოემბრამდე უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა, ამბობს, რომ კორონავირუსი არის ბუნებრივი წარმოშობის.

ამავე დროს, მეცნიერი ამბობს, რომ არ გამორიცხავს თეორიას ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების შესახებ.

Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეცნიერი ამბობს – “არ ვარ ისეთი გულუბრყვილო, ვთქვა, რომ ეს თეორია მთლიანად უნდა გამოირიცხოს” და დასძინა, რომ კორონავირუსმა, SARS-CoV-1-მა, “რომელმაც 2002-2004 წლებში გამოიწვია მწვავე რესპირატორული სინდრომის აფეთქება, რამდენჯერმე დატოვა დაცული ტერიტორია”.

ამავე დროს, როგორც ანდერსონი ამბობს, მას არ მიაჩნია რამე განსაკუთრებულ ფაქტად, რომ SARS-CoV-2-ის წარმოშობის წყარო ჯერ ნაპოვნი არ არის. მისი თქმით, წინა კორონავირუსის გამომწვევი პათოგენი თითქმის 10 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი.​

დენიელ ანდერსონი ერთადერთი უცხოელი მეცნიერია, რომელიც ატარებდა კვლევებს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის BSL-4 ლაბორატორიაში. მან ვუჰანელ მკვლევრებთან თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ახლა ის მუშაობს ავსტრალიაში, მელბურნის პიტერ დოგერტის ინსტიტუტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები