ნინო ქადაგიძე: ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ
“ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ”,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე აცხადებს.
მისივე თქმით, არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა.
“ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ. არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა.
დღესვე, ამ წუთასვე მე შემიძლია თქვენ წაგიყვანოთ უზენაეს სასამართლოში და გაჩვენოთ რა მდგომარეობაა სეიფებში. თითო მოსამართლეს 400-500 საქმე აწერია”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა გაიმართა. მოსამართლეები შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ.