27 ივნისს დავით ზალკალიანი და თეა წულუკიანი საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვევიან

27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვევიან, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების – „ორანჟერიის პროექტის“ პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართება.

ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან დაიწყო და მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, 2020-2021 წლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“, რის შედეგადაც, კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

მეორე – „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები