ოთარ ანგურიძე: პირველად გაჟღერდა უმაღლესი თანამდებობების პირის მხრიდან თარიღი, როდესაც საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე

,,საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა პრემიერის დღევანდელი მოხსენება საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. პირველად მოხდა, როდესაც უმაღლესი ტრიბუნიდან საუბარი შეეხო 10 წლიანი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალური და ეკონომიკური პროგრამები ის მიმართულებები, რომლებზე საუბარსაც ხშირად ერიდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად ხდება საბრძოლო იარაღის საერთაშორისო მწარმოებელი ქვეყანა და ამაში პარტნიორობას გაგვიწევენ ჩვენი ებრაელი პარტნიორები“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

მისი თქმით, პირველად, ხდება როდესაც სახელმწიფო ასე მასშტაბურად ახალისებს მრავალშვილიან იპოთეკური სესხის სუბსიდირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალშექმნილი ოჯახების სტიმულირება, რაც აქამდე არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები მოხდა საქართველოს ეკონომიკაში. რეკორდულად იზრდება ექსპორტი, მათ შორის სასურსათო პროდუქციის და რაც ყველაზე პოზიტიური ამ ნაწილში არის ის, რომ ევროკავშირის ბაზარი საკმაოდ კარგად იღებს ქართულ პროდუქციას. ასევე, პოსტ პანდემიურ სიტუაციაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს ნახტომისებური, რაც იძლევა სამომავლოდ კარგი ეკონომიკური მოლოდინების გაჩენის შესაძლებლობას.

პირველად გაჟღერდა უმაღლესი თანამდებობების პირის მხრიდან თარიღი, როდესაც საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. რაც ავტომატურად იძლევა შესასრულებელი სამუშაოებისათვის სამიზნე გეგმას.

პრემიერის აღნიშნული მოხსენება არის შეუდარებელი, რაც ავტომატურად ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაჟღერებულ კითხვებშიც ნათლად ჩანს’’, – წერს facebook გვერდზე ოთარ ანგურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები