აშშ-ში Nike-ის წინააღმდეგ დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების კომისიამ (EEOC) ამერიკულ კომპანია Nike-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც თეთრკანიანი თანამშრომლების დისკრიმინაციას გულისხმობს.

ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, კომისიამ მიიღო საჩივრები, რომლებშიც Nike-ში თეთრკანიანი თანამშრომლების მიმართ სისტემატური „რასობრივი დისკრიმინაცია“ იყო გათვალისწინებული.

საპასუხოდ, კომისიამ, აშშ-ის მისურის შტატის ფედერალური რაიონული სასამართლოს მეშვეობით, კომპანიისგან ანგარიშის წარდგენა იმის შესახებ მოითხოვა, თუ როგორ ითვალისწინებს იგი თანამშრომლების რასობრივ და ეთნიკურ კუთვნილებას, მათ შორის გათავისუფლების, დაწინაურებისა და სხვადასხვა შეღავათების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომისიის თავმჯდომარემ ანდრეა ლუკასმა განაცხადა, რომ „არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება“ იმისა, რომ კომპანიის „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებმა, შესაძლოა, დაარღვიოს რასობრივი დისკრიმინაციის ფედერალური აკრძალვები“. ლუკასმა აღნიშნა, რომ „ყოვლისმომცველი გამოძიება“ ჩატარდება.

ცნობისთვის, შესაბამისი ფედერალური კომისია პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შეერთებულ შტატებში დამსაქმებლებმა დაიცვან კანონები, რომლებიც დასაქმებაში ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები