ბიბილოვი რუსული ვაქცინით აიცრა (ფოტო)

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსისი საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით – “სპუტნიკით” აიცრა.

როგორც ბიბილოვის ე.წ. პრესსამსახური იტყობინება, “პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სამუშაო დღეს გრაფიკის მიხედვით აგრძელებს”.

როგორც ბიბილოვმა აცრის შემდეგ თქვა, “თუ ადამიანი თავს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობად თვლის, რა თქმა უნდა, მას ვაქცინაცია სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც წესი, გვავიწყდება, რომ COVID-19-ით ადამიანები გარდაიცვალა. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი საზოგადოებისთვის, დიდი დანაკარგი. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ – თქვენ  გარშემო მყოფ ადამიანებზე და აუცილებლად უნდა ავიცრათ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები