არშემდგარი “პაემანი” – ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგზე უარი თქვა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებას არ დაუჭირეს მხარი, რომ ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

როგორც ანგელა მერკელმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, “ეს იყო ძალიან დეტალური და რთული დისკუსია”.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით, თუ რა პირობებში ვართ მზად რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დღეს, არანაირი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა”, – აცხადებს მერკელი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით კი, რუსეთი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც სტრატეგიული დიალოგი უნდა მართონ.

”სულაც არ ვარ გატაცებული ევროკავშირ – რუსეთის სამიტით, რადგან ის აბსოლუტურად დაბალანსებული და ერთიანი უნდა იყოს. გულწრფელად გეტყვით, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. რამდენჯერმე შევხვდი და მასთან შეხვედრებს გავაგრძელებ”, – აღნიშნა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები