ჩეხეთში, სკოლაში გაკვეთილზე 19-მა ბავშვმა გონება დაკარგა – მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია

ჩეხეთის დასავლეთით, ქალაქ სოკოლოვის საშუალო სკოლაში, გაკვეთილის დაწყებისთანავე, 19-მა მოსწავლემ გონება დაკარგა.

ამჟამად, ექიმები, მეხანძრეები და პოლიცია ცდილობენ, დაადგინონ, უკავშირდება თუ არა მომხდარი საკვებით მოწამვლას ან გაზის გაჟონვას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების წარმომადგენელმა, რადეკ გესმა განუცხადა.

მისი თქმით, ​”8:15 საათზე მივიღეთ შეტყობინება, რომ ორმა მოსწავლემ გონება დაკარგა. ადგილზე ექიმები მაშინვე გაემგზავრნენ. ამ დროისთვის, 19 მოსწავლეა გონებადაკარგული. სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 ეკიპაჟი მუშაობს, ასევე, მეხანძრეები და პოლიცია. ინციდენტის მიზეზი ჯერ არ არის დაზუსტებული”.

თავის მხრივ, ქალაქ სოკოლოვის ხელმძღვანელმა, რენატა ოულეგლოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეხანძრეებს ჯერ არ აქვთ ნაპოვნი სკოლაში გაზის შესაძლო გაჟონვის კვალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები