ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, კოვიდშეზღუდვები გამკაცრდეს – გამოვლენილია კიდევ 119 ახალი შემთხვევა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 447 ტესტი იყო გაკეთებული.
კორონავირუსთა ბრძოლის ე.წ.ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ მზარდია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 72 პაციენტი მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 22 პირი მკურნალობს; გაგრაში – 24, ხოლო ტყვარჩელში – 15.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 16693 შემთხვევაა გამოვლენილი; დაავადებას 244 პაციენტი შეეწირა.
ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ე.წ. რესპუბლიკაში დამატებითი შემზღუდავი ზომების მიღება არ გამოირიცხება.
საკითხის განხილვა გუშინ ე.წ.მინისტრთა კაბინეტში მოხდა.
დაგეგმილია, რომ დღეს ე.წ.ჯანდაცვის მინისტრი გუდაუთის კოვიდჰოსპიტალს ესტუმრება, ამის შემდეგ კი გარკვეული წინადადებები იქნება შემუშავებული.