ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო
აფხაზმა მაშველებმა გაგრასთან, ზღვიდან რუსი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, 1973 წელს დაბადებული, ჩელიაბინსკის მკვიდრის, მიხაილ ნესტეროვის ცხედარი გამთენიისას პანსიონატ “ენერგეტიკთან” არის ნაპოვნი.
ცხედარი ნათესავებს გადასცეს, რომლებმაც ნესტეროვი ამოიცნეს.