კარლ ჰარცელი: ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან იქნება დისკუსია რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, ღია კონფლიქტებს
“ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან იქნება დისკუსია რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, ღია კონფლიქტებს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ, განხილვების შემდეგ იქნება პრესასთან შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეაჯამებენ სამ ქვეყანაში ვიზიტს.
„საქართველოში დღეს საღამოს ჩამოდიან და შევხვდები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმენეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. იქნება სხვადასხვა დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, უფრო ფართო საკითხებზე რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე ღია კონფლიქტებს. მათ აქვთ ეს მანდატი მიღებული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჟოზეფ ბორელისგან. იქნება განხილული სხვადასხვა საკითხი ისევე, როგორც შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ხვალ, განხილვების შემდეგ იქნება პრესასთან შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეაჯამებენ სამ ქვეყანაში ვიზიტს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
25-26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.