ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
გუდაუთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის მოქალაქე, სანქტ პეტერბურგის მკვიდრი, 1960 წელს დაბადებული ვერა მაზილოვა გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ TOYOTA-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემთხვევა სოხუმის გზატკეცილზე, დასახლებულ პუნქტ მეგობრობასთან მოხდა.
ქალი გუდაუთის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.