Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებსა და მიოკარდიტის წარმოქმნას შორის შესაძლო კავშირი იკვეთება – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

​აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში განაცხადეს, რომ არსებობს სავარაუდო კავშირი COVID-19-ის საწინააღმდეგო ორ ვაქცინასა და იშვიათ გულის დაავადებას შორის – მოზარდ ბიჭებსა და მამაკაცებში.

სააგენტოს ცნობით, 1200-ზე მეტ ადამიანში, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები, მიოკარდიტი განვითარდათ (გულის კუნთის ანთება). მდგომარეობა მამაკაცებში უფრო გამოხატული იყო, ვიდრე – ქალებში და უფრო ხშირი იყო მეორე დოზის მიღების შემდეგ.

CDC-ში ამბობენ, რომ გვერდითი ეფექტები, მათ შორის, დაღლილობა და გულმკერდის არეში ტკივილი იყო უმნიშვნელო და მიოკარდიტის დიაგნოზით დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანად გამოჯანმრთელდა.

სააგენტომ დაასკვნა, რომ მიუხედავად ამ ორი ვაქცინის მიღების შემდეგ მიოკარდიტის განვითარებასთან “სავარაუდო კავშირისა”, ვაქცინაციის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს.

კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აშშ-ის მარეგულირებელში განაცხადეს, რომ დაამატებენ მიღებულ ინფორმაციას პრეპარატების ინსტრუქციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები