გიორგი გახარიამ სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ აშშ-ში სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიასა და მისი პარტიის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს.
გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში უდგას როგორც ადგილობრივ, ისე, რეგიონულ დონეზე.