ნინო ისაკაძე: ისრაელში საქართველოსადმი დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, კახეთის ტურისტულ მიმართულებაზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში, აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი. მონაწილეები გამოფენაზე საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ამახვილებენ ყურადღებას.

გამოფენის მიმდინარეობას დადებითად აფასებს სასტუმრო „ყვარლის ტბის რეზორტის“ გაყიდვების დირექტორი ნინო ისაკაძე. მისი თქმით, ვიზიტორებისა და პროფესიონალების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით მაღალია. ეს ფაქტორი, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ტურისტული ნაკადების ზრდისთვის.

„გამოფენაზე საკმაოდ დიდი ინტერესია საქართველოს, განსაკუთრებით, კახეთის მიმართულებაზე. სხვათაშორის, ისრაელში ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ საქართველოზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. მგონია, რომ ტურისტული გამოფენა ნაყოფიერი იქნება ჩვენთვის“ – აღნიშნა ნინო ისაკაძემ.

IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია. სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ქართულ კულინარიას გაეცნონ და საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები