Myway Airlines-ის ახალი მიმართულება თბილისი-ერევანი-თბილისი შესრულდება

Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს.

ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ივლისს შეასრულებს. Myway Airlines-ი თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელებს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში. Myway Airlines საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები