დავით კირკიტაძე – გახარია-სააკაშვილზე: რომ მომხდარიყო ასეთი შეხვედრა, ამაზე ვისაუბრებდით ჩვენც და ყოფილი პრემიერიც, მაგრამ რაც არ ყოფილა, იმაზე ხომ არ ვისაუბრებთ

“ეს არის “ქართული ოცნების” უბადრუკი მცდელობა, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, მათი ლიდერი გააშავონ”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ვაშინგტონში შეხვდა.

კირკიტაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ეს არის “ქართული ოცნების” უბადრუკი მცდელობა, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, მათი ლიდერი გააშავონ. ისინი ასე ექცევიან აბსოლუტურად ყველას, ძალიან არასწორად. რომ მომხდარიყო ასეთი შეხვედრა, ამაზე ვისაუბრებდით ჩვენც და ყოფილი პრემიერიც, მაგრამ რაც არ ყოფილა, იმაზე ხომ არ ვისაუბრებთ”, – განაცხადა კირკიტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები