ალუდა ღუდუშაური: ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანების დაჯარიმებითა და ამ ჯარიმებით ხელისუფლების შენახვითაა დაკავებული

“ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანების დაჯარიმებითა და ამ ჯარიმებით ხელისუფლების შენახვითაა დაკავებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების ეტაპზე მოქალაქეების დარღვევის გამო დაჯარიმება აუცილებელი იყო.

„იმ ეტაპზე არსებობდა კონკრეტული სანქციების მიღების აუცილებლობა, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული. დღეს ვითარება არის შეცვლილი და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანების დაჯარიმებით და ამ ჯარიმებით ხელისუფლების შენახვითაა დაკავებული. ამიტომ, ეს ამნისტია არის მისასალმებელი. რაც შეეხება ოპოზიციას, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ვუადვილებთ ცხოვრებას, ყოველი ასეთი ფაქტი ოპოზიციისთვის ასოცირდება არჩევნებთან”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები