ამირან გამყრელიძე: ვიდრე მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში პირბადე რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ იარაღად

“ვიდრე მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში პირბადე რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ იარაღად’, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ყველას მოუწოდა, დახურულ სივრცეებში, დიდ თავშეყრის ადგილებში პირბადე გამოიყენონ.

„რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა გარე სივრცეებში პირბადის ტარების მანდატორიზმი, აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტის გაჩერებებზე, ისევე, როგორც ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ვიდრე დაახლოებით მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში პირბადე რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ იარაღად. მივმართავ მოსახლეობას, გთხოვთ, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები