ზურაბ ქადაგიძე: სანამ მესიჯებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, ძალიან ნათლად იყიდებით

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სანამ მესიჯებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, იყო, არ იყო, შეხვდა, რაზე ისაუბრეს… თორემ ძალიან ნათლად იყიდებით …“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ში.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა გუშინ უარყო, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ, თუმცა, დღეს “რუსთავი-2”-ს გიორგი გახარიამ დაუდასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც – მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები