საბერძნეთში სასულიერო პირმა 7 მიტროპოლიტს მჟავა შეასხა – სამის მდგომარეობა მძიმეა

საბერძნეთის პოლიციამ სასულიერო პირი მას შემდეგ დააკავა, რაც მან 7 მიტროპოლიტს, რომლებიც მის წინააღმდეგ დისციპლინარულ მოსმენაზე შეიკრიბა, მჟავა შეასხა.

თავდასხმის დროს ასევე დაშავდა პოლიციელი, რომელიც მიტროპოლიტების დასახმარებლად გაიწია, ასევე, ორი ადვოკატი.

შემთხვევა პეტრაკის მონასტერში მოხდა, სადაც ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი იკრიბება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტები ათენში, ლაიკოს საავადმყოფოში დამწრობებით მოათავსეს, პოლიციელი კი – სამხედრო ჰოსპიტალში. სამი მიტროპოლიტის მდგომარეობა მძიმეა.

საეკლესიო სასამართლო მოწვეული იყო 37 წლის სასულიერო პირის განკვეთისთვის. ის მსახურებიდან ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმის გამო იყო ჩამოშორებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები