ლევან დოლიძე: მძიმეა მმართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა
პარტია “საქართველოსთვის” წევრი ლევან დოლიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, გიორგი გახარია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში სავარაუდოდ, ერთმანეთს შეხვდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მძიმეა მართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა. გულწრფელად ვდარდობ რეაქციებზე, რაც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრებს მოყვეს. ველი სიტუაციის დამძიმებას!
ვცდილობ, დავინახო მცირედი განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდასა და 2011-2012 წლებში მოქმედი “რეალ ტვ”- ის მცდელობებს შორის!”,- წერს დოლიძე.